ტრენინგის მესამე დღე
დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული, პროექტის თემასთან კავშირში ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიღეთ სტანდარტები და შევუსაბამეთ, ვიფიქრეთ,რომ სტანდარტები უნდა ყოფილიყო მაღალი სააზროვნო დონისა,შემდეგ გავწერეთ სტანდარტებიდან გამომდინარე მიზნები და შედეგები. ტრენერმა კარგად აგვიხსნა და გაგვახსენა ბლუმის ტაქსონომიაზე დაყრდნობით როგორ უნდა შეგვედგინა მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,შეკითხვების დიფერენცირება შინაარსობრივ,თემატურ და ზოგად შეკითხვებად.
Comments
Post a Comment